ქეთევან თურაზაშვილი - ნებისმიერ პროვოკაციაზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, ხოლო ამ პროვოკაციების შედეგები - მათი პასუხისმგებლობა

ნებისმიერ პროვოკაციაზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, ხოლო ამ პროვოკაციების შედეგები - მათი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას გამოეხმაურა.

თურაზაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, აქციაზე მხუთავი აირისა და რეზინის ტყვიების გამოყენება მოქალაქეებს გადააბრალოს.

„მინდა გამოვეხმაურო შსს-ს განცხადებას, რომ თითქოს აქციის მონაწილეები ვწამლავთ ერთმანეთს. აქციის მონაწილეთა შორის ნამდვილად იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პროვოკაცია გამოეწვიათ და ვინ იყვნენ ეს ადამიანები, საინტერესოა. მინდა შევახსენო ბატონ გომელაურსა და მის მოადგილეებს, რომ ნებისმიერი პროვოკაციის აღკვეთა არის მათი პირდაპირი მოვალეობა და ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებლები არიან ისინი და საქართველოს ხელისუფლება“, - აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი, რომლის კომენტარსაც „მოქალაქეები“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს