„დედები შვილების ევროპული მომავლისთვის“ - ამ ლოზუნგით პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს

„დედები შვილების ევროპული მომავლისთვის“, - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დედები შვილებთან ერთად აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს თან მოტანილი აქვთ: საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ბუშტები, ფერადი ცარცები.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ კონკრეტულად პარლამენტთან მშობლები შვილებთან ერთად იმიტომ მოვედით, რომ 9 აპრილს და ბოლო დღეების განმავლობაშიც ახალგაზრდები ქუჩაში გამოდიან, რომლებიც “რუსულ კანონს” აპროტესტებენ და რომელთაც ევროპული მომავალი უნდათ. ევროპული მომავალი, როგორც ჩვენი შვილებისთვის და ასევე, მომავალი თაობისთვის გვინდა. ჩვენ “რუსული კანონი” არ გვინდა და მას ვგმობთ. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი შვილები ცხოვრობდნენ ნათელ, თავისუფალ საქართველოში. აგრეთვე, არ გვსურს, რომ რუსეთის მსგავსი ქვეყნა გვქონდეს”, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, მარიამ სიხარულიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს