აქციის მონაწილეთა ნაწილი თბილისის მერიასთან მივიდა

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე აქციების

მონაწილეების ნაწილი მსვლელობით თბილისის მერიასთან მივიდა.

მთავარი მიზეზი, რის გამოც პროტესტის მონაწილეები კახა კალაძის უწყებასთან მივიდნენ, დღეს მომხდარი ფაქტია, როდესაც კალაძემ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

დემონსტრანტების თქმით, მერიასთან მისვლით კახა კალაძისთვის იმის თქმა სურთ, რომ „ზრდილობა ისწავლოს“.

ამ დროისთვის ჟიული შარტავას ქუჩაზე, სადაც მერიის შენობა მდებარეობს, ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს