ბათუმელი სტუდენტები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მსვლელობას მართავენ

ბათუმელი სტუდენტები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მსვლელობას მართავენ.

მანამდე მათ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანიბისთვის დაღუპულ გმირებს.

ბათუმელმა ახალგაზრდებმა შიდისთან ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების სახელები წაიკითხეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. სტუდენტებმა ჯავახიშვილის ქუჩაზე აგვისტო ომის მემორიალთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

“დიდება გმირებს, არა რუსულ კანონს. საქართველოს გაუმარჯოს ევროპულ გზაზე, მსვლელობას ვაგრძელებ, რომ ჩვენ ვართ ერთიანი საქართველოსთვის შეკრებილი”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სტუდენტები ბათუმის უნივერსიტეტთან აქცია- მსვლელობით ბრუნდებიან.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო