ალეკო ელისაშვილი - პოლიციელების მიერ ჩემზე ძალადობას არ იძიებენ და ხდება მათი წახალისება - ხელისუფლება გადაიქცა მოძალადე რეჟიმად, ტერორისტულ ორგანიზაციად, ხელს აფარებს მოძალადეებს და ახალისებს ძალადობას

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პოლიციელების მიერ მასზე განხორციელებულ ძალადობას არ იძიებენ, იმიტომ, რომ სინამდვილეში ხდება მოძალადე პოლიციელების წახალისება. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს სპეციალურ საგამოძიებო უწყებასთან განუცხადა და განმარტა, რომ აღნიშნული უწყება საქმის გამოძიებისთვის არაფერს აკეთებს.

მისი თქმით, ხელისუფლება გადაიქცა მოძალადე რეჟიმად, ტერორისტულ ორგანიზაციად, ხელს აფარებს მოძალადეებს და ახალისებს ძალადობას.

“17 აპრილს, ღამით, მთავრობის კანცელარიასთან ჩემ წინააღმდეგ იძალადა რამდენიმე პოლიციელმა, დაახლოებით 5-მა პოლიციელმა. ყველაფერი კადრებში ჩანს, გადაღებულია. თითოეული მათგანი სახეზე ჩანს და ამ საქმის გამოძიება, დამნაშავეების ამოცნობა და შესაბამისად დასჯა იყო ძალიან მარტივი.

ჩემ ზურგს უკან არის ერთი ბეჩავი ორგანიზაცია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სადაც გამოკითხვაზე მე და ჩემი ადვოკატი ვიყავით. მას შემდეგ 20 დღეზე მეტი გავიდა და არც არავინ დაუკავებიათ, არადა სახეზე ჩანს მოძალადე პოლიციელები. არც არავისთვის ბრალი წარუდგენიათ, როცა საქმე ხელისგულზეა და მეტიც, დაზარალებულადაც კი არ მცნეს. სინამდვილეში ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, ჩვეულებრივი ქართველი, მაგრამ ვარ პარლამენტის წევრი, კონსტიტუციის მიხედვით, მიცავს იმუნიტეტი, ხელშეუხებლობის მაღალი გარანტიები მაქვს წესით. არადა, ჩემ წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ძალიან ბანალურ და მარტ ძალადობას და ყურს არ იბერტყავს არც ხელისუფლება და არც ეს რაღაც უდღეური ორგანიზაცია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ეს საქმის ჩაფარცხვაც არ არის, სინამდვილეში ეს არის მოძალადე პოლიციელების წახალისება, რომ ამ პოლიციელებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და არამხოლოდ დეპუტატზე იძალადონ, არამედ იმ აქციის ნებისმიერ მონაწილეზე, რომელიც ასე ხანგრძლივად მიმდინარეობს”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის