ადვოკატი - მოვუწოდებთ საგამოძიებო სამსახურს, ალეკო ელისაშვილზე ძალადობის ფაქტი გამოიძიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოვახდენთ პოლიციელების იდენტიფიცირებას

ადვოკატ გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, ამ დრომდე არ არიან დაკითხული ის პოლიციელები, რომლებმაც დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე იძალადეს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე მე-20 დღეა, რაც საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, არანაირი საგამოძიებო მოქმედებები მათი მხრიდან არ გატარებულა.

„არაა დაკითხული არც ერთი პოლიციელი, არც ერთი პოლიციელის მიმართ ბრალი არაა წაყენებული. მათ მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით უნდა ესარგებლათ და მათთვის ბრალი წაეყენებინათ. ჩვენ წარვუდგინეთ ყველა მტკიცებულება, სადაც პირდაპირ ჩანს დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირი. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გამოიძიონ აღნიშნული საქმე, ვინაიდან, თუ აღნიშნული შედეგი არ იქნება მიღწეული, ჩვენ დავეხმარებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ჩვენ მოვახდენთ იმ პირების იდენტიფიცირებას და დანაშაულის ჩამდენი პირების ინფორმაციას მივაწვდით. [გამომძიებელთან] ყოველდღიური კონტაქტი მაქვს, თუმცა მათი მხრიდან ვისმენთ მხოლოდ ზოგად პასუხებს, რომ „მიმდინარეობს გამოძიება, ვკითხავთ შესაბამის პირებს“, თუმცა ამ დაკითხულ პირებში არ არიან ის პირები, რომლებმაც რეალურად ჩაიდინეს დანაშაული“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, "მიმდინარე აქციების ფონზე დაკითხვებიდან გამომდინარე პოლიციელების და სპეცრაზმელების განაწყენება და მოტივაციის დაგდება ხელისუფლებას არ უნდა, ამიტომ, ხდება ხელის დაფარება".

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო