ლევან ხაბეიშვილი - ვხედავთ, როგორ უსწორდებიან ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას, ოპოზიციონერებს - ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას, მათ შორის ფიზიკურად ბრძოლას, რადგან მათთვის პოლიტიკური ენა გასაგები არ არის

ლაჩარი რომ არის ადამიანი და მხდალი, შიშზე აგებს პოლიტიკას, მან კარგად იცის, რომ ამ თავდასხმით მე და დიმას არ შეგვეშინდება. უნდა ესმოდეს ივანიშვილს, რომ ქართველი ადამიანი არასდროს ყოფილა მხდალი და მშიშარა, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დიმა ჩიქოვანზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ამ თავდასხმებით ვერავის შეაშინებენ.

„გოგონასთან ერთად ბაიკერს რამდენიმე წუთის წინ გაუსწორდნენ. ეს შემზარავია. ვხედავთ, როგორ უსწორდებიან ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას, ოპოზიციონერებს. მართლა ძალიან მძიმეა ამის ყურება. ივანიშვილს ამ ქვეყანაში სიძულვილის მეტი არაფერი არ დაუთესია. შუაღამით სახლთან და სახლში უვარდებიან პოლიტიკოსებს. ლაჩარი რომ არის ადამიანი და მხდალი, შიშზე აგებს პოლიტიკას. მან კარგად იცის, რომ ამ თავდასხმით მე და დიმას რომ არ შეგვეშინდება, მაგრამ ამას ვინც ტელევიზიით უყურებს, აუცილებლად გადახედავს მის შვილს და ეტყვის, ხვალ შეიძლება შენ იყო შემდეგი და მოდი შეგვეშინდეს. მაგრამ უნდა ესმოდეს ივანიშვილს, რომ ქართველი ადამიანი არასდროს ყოფილა მხდალი და მშიშარა. ახალგაზრდა ადამიანს დახვდნენ სახლში, ჯგუფურად აკეთებენ ამას, გალახავენ და მერე გაიქცევიან. ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას. მათ შორის ფიზიკურად ბრძოლას, რადგან მათთვის პოლიტიკური ენა გასაგები არ არის. მე ერთადერთი რამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ უფრო მეტი ადამიანი დაარწმუნეთ, რომ უფრო მეტი ადამიანი ვიდგეთ აქციაზე", - განაცხადა ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო