ექიმი - პაციენტი დიმიტრი ჩიქოვანი შემოყვანილია სახის ქალა-ტვინის ტრავმით, ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის, ივანე ავაზაშვილის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმა ჩიქოვანის მდგომარეობა საყურადღებოა.

ექიმის თქმით, პაციენტი "შემოყვანილია სახის ქალა-ტვინის ტრავმით".

"ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა, პაციენტს უტარდება კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მონიტორინგი და არის დაკვირვების პროცესში. ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით სჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა“ , - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს გვიან ღამით საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო