ვალერი ზალუჟნი გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩად დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩად დანიშნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის 9 მაისის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვალერი ფედოროვიჩ ზალუჟნი დაინიშნოს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტიდან 8 თებერვალს გაათავისუფლა და გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ზაფხულის კონტრშეტევის წარუმატებლობა დაასახელა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026