გიორგი ჩაკვეტაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტის სხდომასთან ერთად ლექციების ჩაშლაც რომ უნდა ვიცით, მაგრამ ამ ადამიანების კურსელებს და იმ ხალხს რას ეუბნებით, ლექციებისა და გამოცდების გაუქმებას რომ უპირებთ?!

ამოქოქეს პარტიული აქტივი და უნივერსიტეტებში დაუმორჩილებლობას ვაცხადებთო. ეს იმ სურათის შექმნისთვის სჭირდებათ, რაც ტრენინგებზე დაუწერეს. სიმბოლურია, რომ პირველად ეს დღეს, მიშას უნივერსიტეტის წინ გააკეთეს , - წერს სოციალურ ქსელში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.

გიორგი ჩაკვეტაძე სტუდენტების და ლექტორების გაფიცვას ეხმიანება და ლექტორებს მიმართავს, პოლიტიკა უნივერსიტეტის გარეთ დატოვონ და ნუ მოახდენენ საუნივერსიტეტო ცხოვრების საბოტაჟს.

„ამოქოქეს პარტიული აქტივი და უნივერსიტეტებში დაუმორჩილებლობას ვაცხადებთო. გადააჭრელეს ჯგუფები აბა თქვენ რას აპირებთო. ეს იმ სურათის შექმნისთვის სჭირდებათ, რაც ტრენინგებზე დაუწერეს. ნებისმიერ უნივერსიტეტში იპოვიან 20 სტუდენტს, ვინც ამაზე დათანხმდებათ.

სიმბოლურია, რომ პირველად ეს დღეს, მიშას უნივერსიტეტის წინ გააკეთეს. მანდ მაინც ვის არ ემორჩილებით, გიული ალასანიას?!

„ნაცმოძრაობას“, პარლამენტის სხდომასთან ერთად ლექციების ჩაშლაც რომ უნდა ეს ვიცით, მაგრამ ამ ადამიანების კურსელებს, ჯგუფელებს და იმ ხალხს რას ეუბნებით, ლექციებისა და გამოცდების გაუქმებას რომ უპირებთ?! სხვა შეხედულებები ვისაც აქვს ქართულ კანონზე - თქვენ დაგელოდონ?!

ლექტორებს მინდა მივმართო, აკადემიური თავისუფლება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გთხოვთ, პოლიტიკა უნივერსიტეტის გარეთ დატოვოთ და ნუ მოახდენთ საუნივერსიტეტო ცხოვრების საბოტაჟს.

მეგობრებო, არ მისცეთ უფლება დესტრუქციულ ჯგუფებს, რადიკალური მიზნებისთვის გამოგიყენონ! ჩვენ, ერთად უნდა გავაგრძელოთ ქართული საგანმანათლებლო სისტემის მშენებლობა!“ ,- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია