მამუკა მდინარაძე უმრავლესობის დეპუტატების პარლამენტში ყოფნის შესახებ ინფორმაციაზე - რამდენიმეს ჯაგრისი და „პიჟამები“ დარჩენია, დაბრუნდებიან და ყველა პარლამენტში იქნება

საიდან გაიგეს არ ვიცი, უბრალოდ, რამდენიმეს ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან მალე და ყველა იქ იქნება. არანორმალურები არიან, საოცრებაა, წარმოუდგენელი ხალხია [ოპოზიცია]. უჩა აბაშიძის მორალის ხალხია ესენი, არ ვიცი რომელმა და რა თქვა, რომელიღაცას უთქვამს მდინარაძის ფრაქციის პრესსამსახურიო, ჯერ ერთი, ფრაქციას პრესსამსახური საერთოდ არ ჰყავს , - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმად, თითქოს "ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტის შენობაში იმყოფებიან და ღამეს იქ ათენებენ.

მდინარაძე ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს: "რა პარლამენტის შენობაში არიან? ხომ უნდა მოგაფიქრდეს?"

მისივე თქმით, საკითხს თუ ხუმრობის გარეშე შევხედავთ, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ეს მცდარი ინფორმაცია შემთხვევითი არ არის, ვინაიდან, პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ჩატარებული ბრიფინგების შემდეგ ყველამ გაიგო, რომ ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია და წინა წლების პრაქტიკა აღარ გაგრძელდება, როდესაც ამ სახის დარღვევაზე მხოლოდ ადმინისტრაციულ სასჯელს აკისრებდნენ კანონდამრღვევ პირებს.

"სხვათა შორის, მგონი ეს ნიშანდობლივია და შემთხვევითი არ არის და რატომ: ვიხუმრეთ და თუ ცოტა სერიოზულად მივუდგებით ამ საკითხს, დღეს გამოვიდა ჯერ პრემიერი, მერე შინაგან საქმეთა მინისტრი და განმარტა 222-ე მუხლი, რომ ბლოკირება არის სისხლის სამართლის წესის გათვალისწინებით დასჯადი ქმედება. როგორც ჩანს, უკვე რომ მიხვდნენ, რომ წინა წლების პრაქტიკა აღარ განმეორდება და უნდა ვაღიაროთ, წინა წლებში სახელმწიფო ამაზე თვალს ხუჭავდა, შეიძლება ეს კრიტიკის საფუძველიც იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ მსუბუქი მუხლით კი არ მიმდინარეობდა, ადმინისტრაციული ჯარიმების პრაქტიკა დაინერგა. რეალურად, თუ სიტყვასიტყვით განვმარტავთ და არაერთი მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი იურისტი ადამიანი გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ, მეორე ნაწილია 222-ე მუხლში, სადაც წერია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა, ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ “იმედთან“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია