ლევან ხაბეიშვილი აქციაზე - აღარაფერი ეშველება რუსული რეჟიმის დასრულების დასაწყისს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს სცენიდან მიმართა და ყველა დაკავებულსა და დაშავებულს სოლიდარობა გამოუცხადა.

„რამდენი ცხვირიც არ უნდა გამიტეხონ, ეს ყველაფერი შეხორცდება და აღარაფერი ეშველება რუსული რეჟიმის დასრულების დასაწყისს. საქართველოს გაუმარჯოს! მინდა ყველა დაშავებულს, ყველა დაკავებულს გამოვუცხადო სოლიდარობა. რამდენიმე ათეული მოქალაქე ახლა არის საავადმყოფოში, რამდენიმე ათეული ახლა არის ციხეში, მინდა მათ გამოვუცხადო სოლიდარობა. ევროპულ საქართველოს გაუმარჯოს! - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო