მარგუს ცაჰკნა - ვიზალიბერალიზაცია გარანტირებული რამ არ არის - 9 ნაბიჯის ნაცვლად საქართველოს მთავრობა ამ კანონს იღებს, ეს სრულიად საპირისპირო მიმართულების მაგალითია: არა ევროკავშირისკენ, არამედ სხვა ქალაქისკენ

ვიზალიბერალიზაცია გარანტირებული რამ არ არის. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან მედიასთან განაცხადა, თუ ყველაფერი ცუდისკენ მიდის, ევროკავშირს შეუძლია სანქციები დააწესოს.

ამასთან, მინისტრის თქმით, მაშინ, როცა 9 ნაბიჯის ნაცვლად საქართველოს მთავრობა აღნიშნულ კანონს იღებს, ეს სრულიად საპირისპირო მიმართულების მაგალითია, არა ევროკავშირისკენ, არამედ, სხვა ქალაქის მიმართულებით.

“მთავარი მესიჯია, რომ საქართველოს მთავრობას არ შეუძლია სათანადოდ არ შეაფასოს ის, რაც უკვე გადავწყვიტეთ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. ვსაუბრობ, ვიზალიბერალიზაციაზე, ბევრ სხვა ასპექტზე.

რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი უფრო ცუდისკენ და ცუდისკენ მიდის, ჩემი პოზიცია ნათელი იყო - ევროკავშირს შეუძლია სანქციები შემოიღოს. რა თქმა უნდა, ევროკავშირს საერთო სანქციების შემოღებისთვის კონსენსუსი სჭირდება, მაგრამ წევრი სახელმწიფოებიც გვყავს.

ასე რომ, ჩემი მესიჯი ძალიან ნათელი იყო - არა რაიმე კონკრეტულ სანქციაზე, არამედ ვიზალიბერალიზაციაც გარანტირებული რამ არ არის, ვინაიდან, შეთანხმება დავდეთ და საქართველოს მთავრობა ბევრ რაღაცას დაგვპირდა, ისევე, როგორც ამ 9-ნაბიჯიან მიდგომას. ამ ნაბიჯების ნაცვლად საქართველოს მთავრობა ამ კანონს იღებს. ეს სრულიად საპირისპირო მიმართულების მაგალითია. არა ევროკავშირისკენ, არამედ, როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, სხვა ქალაქის მიმართულებით.

და ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს. ასე რომ, ჩემი მესიჯი ძალიან ნათელი იყო - ეს რაღაცები გარანტირებული რამ არ არის და პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობაზეა და არა ქართველ ხალხზე”, - განაცხადა ცაჰკნამ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა