კახა კალაძე საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

კალაძის თქმით, ტრადიციებზე დაფუძნებული ოჯახი ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს.

„17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა, ასევე, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა. ოჯახი არის ის, რაზეც ჩვენი სახელმწიფო დგას. დაცული, ხელშეუხებელი, ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს. სამშობლოს სიყვარულიც სწორედ ოჯახიდან იწყება. მეგობრებო, საქართველოს საპატრიარქო მოგვიწოდებს, ერთად აღვნიშნოთ ეს დღე და ხვალ, 12:00 საათზე, სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, პარაკლისის შემდეგ მსვლელობა გაიმართება. როგორც გითხარით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა. ასე რომ, ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ მობრძანდეთ თქვენი ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით და შევხვდეთ ერთმანეთს“, - განაცხადა კალაძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო