კონსტანტინ კოსაჩოვი - ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების ძალადობრივ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა საქართველოს საქმეებში უცერემონიო ჩარევაა - კიდევ ერთი ვიქტორია ნულანდია თავისი ორცხობილებით კიევის მაიდანზე

ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობა თბილისში, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში საქართველოს საქმეებში უცერემონიო ჩარევაა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა.

კოსაჩოვმა მან მათი ქმედება უკრაინის „მაიდანში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, ვიქტორია ნულანდის მონაწილეობას შეადარა.

„ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ოთხშაბათს თბილისში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ უკანონო, ძალადობრივ საპროტესტო აქციაში - კიდევ ერთი ვიქტორია ნულანდია თავისი ორცხობილებით კიევის მაიდანზე. ქვეყნები იცვლება, მეთოდები იგივე რჩება - საცდელი სუბიექტების სუვერენიტეტის სრული უგულებელყოფა და მათ საშინაო საქმეებში უცერემონიო ჩარევა მთელი მსოფლიოს თვალწინ“, - აღნიშნა კოსაჩოვმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია