არმაზ ახვლედიანი - საჭიროა ერთიანი პლატფორმა, პროევროპული გაერთიანება, რომელიც ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მიგვიყვანს ერთ მიზნამდე: დავძლიოთ პუტინის ჩაბეტონება საქართველოში და ქვეყანა გავიყვანოთ ევროპულ გზაზე

როგორც არასდროს, ახლა აუცილებელია ამ დიდებულ საპროტესტო მუხტს დროულად და ჰარმონიულად შეერწყას პოლიტიკური დღის წესრიგი - ვამბობდი და ვამბობ განუხრელად, აუცილებელია გაერთიანება, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

არმაზ ახვლედიანის განმარტებით, ევროპული მისიის ირგვლივ მთელი პროდასავლური, კეთილსინდისიერი ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს.

„როგორც არასდროს უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს გონივრულად პოლიტიკური ოპოზიციის შესაბამისი გაერთიანება, რომელიც შექმნის ახალ დღის წესრიგს. სრულად ვეთანხმები მამუკა ხაზარაძის პოზიციას და სხვებისასაც. მომწონს ეს დამოკიდებულება, რომ საჭიროა ერთიანი პლატფორმა. დავაზუსტებ, რომ არა პლატფორმა პლატფორმისთვის, გაერთიანება გაერთიანებისთვის, ხელოვნური გაერთიანება კი არა, ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი პროევროპული გაერთიანება, რომელიც ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, რაც არსებობს, ზოგი მართლა ობიექტურად არსებობს, ჩვენ მიგვიყვანს ერთ მიზნამდე, რომ დავძლიოთ პუტინის ჩაბეტონება საქართველოში და საქართველო გავიყვანოთ ევროპულ გზაზე. ესენი ხომ აბეტონებენ საქართველოში პუტინიზმს, ჩვენ ჩავაბეტონებთ, ნორმალურობას, ევროპელობას და ეს იქნება ჩვენი მისია. ამ მისიის ირგვლივ მთელი პროდასავლური, კეთილსინდისიერი ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანის განმარტებით, ხელისუფლება ახალგაზრდებს და მთელ საზოგადოებას ეუბნება, რომ ქვეყანაში „ტერორი დადის“ და ამას აუცილებელია, რომ ერთიანობა დაუპირისპირდეს.

„რა დღეში ჩააგდეს რეფორმირებული პოლიცია ამ ავაზაკებმა, რომ ასე უმოწყალოდ უსწორდებიან ადამიანებს. ეს რას ხედავს ჩემი თვალები, რა უბედურებაა! ახალგაზრდებს ეუბნებიან, რომ ტერორი დადის მთელ ქალაქში და ქვეყანაში. ამას უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა, როგორც არასდროს. პოლიტიკური დღის წესრიგი ახლა უნდა შეიქმნას ამის ირგვლივ იმიტომ, რომ ჩვენ თუ ეს ვერ მოვახერხეთ, ესენი არაფერზე უკან არ დაიხევენ. ვთქვი, რომ შემოაკვდებათ ვიღაცა-მეთქი და ერთმა ახლობელმა მომწერა, კი არ შემოაკვდებათ, მოკლავენო, იზამენ ეჭვი არ მეპარება, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ჩვენ უნდა შევკრათ ერთობა.

ესენი მე რა სიწმინდეზე მესაუბრებიან? რომელ ოჯახის სიწმინდეზე საუბრობენ გამაგებინეთ? ყველამ იცოდეს, ვინც ამათთან შეკრავს ალიანსს, ყველას მოეკითხება და მოეკითხება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ამას ყველაფერს აღნუსხავს და თავის ადგილს მიუჩენს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა