ანა ნაცვლიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა

პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა გერმანული მხარის მიწვევით, მონაწილეობა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო.

პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილებოდა.

„ანა ნაცვლიშვილმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რასაც ხელისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საზოგადოების უპრეცედენტო პროტესტზე, ხელისუფლების რეპრესიებსა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე, 26 ოქტომბრის მნიშვნელობაზე და სხვა საკითხებზე.

ნაცვლიშვილმა ყურადღება გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ქართველი ხალხის მიმართ გაამახვილა და ინდივიდუალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს