ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში გასამართ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე სამპუნქტიანი სამოქმედო გეგმის შედგენას მოელის

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შვეიცარიაში გასამართ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე სამპუნქტიანი სამოქმედო გეგმის შედგენას მოელის.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, საუბარია თავისუფალ ნავიგაციაზე, ბირთვულ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ტყვეების გაცვლასა და უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაზე.

„თუ სამიტიდან აღნიშნული სამი ნაბიჯით დავბრუნდებით, თუ ქვეყნების უმრავლესობა ამ პოზიციებზე შეთანხმდება, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ რუსეთი მათ აღარ დაბლოკავს და გარკვეულ სახელმწიფოებთან ერთად თითოეული ამ პუნქტისთვის ტექნიკურ დონეზე ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან დეტალურ გეგმას შევიმუშავებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თავისუფალი ნავიგაციის პუნქტი საპორტო ინფრასტრუქტურის დაცვას და მთელი მსოფლიოსთვის სასურსათო უსაფრთხოებას და უკრაინის ეკონომიკის განვითარებას ითვალისწინებს, ხოლო პუნქტი ბირთვული და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ მიზნად უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შეჩერებას ისახავს.

შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა