დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კატარის სახელმწიფოში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, კატარის სახელმწიფოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ქართველი დეპუტატები შეხვდნენ კატარის სახელმწიფოს საკონსულტაციო საბჭოს (პარლამენტი) თავმჯდომარეს ჰასსან ბინ აბდულლაჰ ალ-გჰანიმს, საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჰამდა ბინთ ჰასან ალ-სულაითის, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე იუსეფ ბინ ალი ალ ჰათერს, ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, მოჰამენ ბინ იოუსეფ ალმანას და მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მოჰამმედ ბინ ფაჰდ ალ-მუსალლამს.

„შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის თაობაზე. ასევე, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

კატარის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ საქართველო-კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: გელა სამხარაული, ვიქტორ სანიკიძე, გოჩა ენუქიძე, ირაკლი ზარქუა, ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერაძე. ასევე, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო