მამუკა ხაზარაძე - სათქმელი აღარაფერი დარჩა, "ოცნების" ხელისუფლება საქართველოს დეკლარირებულ და კონსტიტუციით დადგენილ ინტერესებს  ღალატობს - გააჩერეთ ეს კანონი!

ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებები გავხსნათ ევროკავშირთან - ეს არის "ოცნების” "რუსული პოლიტიკის" შედეგი, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საფუძველს აძლევს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მუშაობა დაიწყონ.

„ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებები გავხსნათ ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანებაზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კი, საფუძველს აძლევს დაიწყონ მუშაობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე.

ეს არის "ოცნების” "რუსული პოლიტიკის" შედეგი. ეს არის პირდაპირი გზავნილი!

"რუსული კანონი" არღვევს საქართველოს მიერ ევროკონვენციით აღებულ ვალდებულებებს.

ამის შემდეგ სათქმელი აღარაფერი დარჩა, "ოცნების" ხელისუფლება საქართველოს დეკლარირებულ და კონსტიტუციით დადგენილ ინტერესებს ღალატობს!

გააჩერეთ ეს კანონი!“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს