გიგა ბოკერია - იშვიათია, როცა არ ვიცი, რა უნდა ვთქვა - ყველა, ვინც კობახიძის განცხადებას ისმენს, ამ რეჟიმის ცვლილების აუცილებლობაში უნდა დარწმუნდეს

ყველა, ვინც კობახიძის განცხადებას ისმენს და იცის, რომ მის უკან კიდევ უფრო პოლიტიკური ავადმყოფი ივანიშვილი დგას, ამ რეჟიმის ცვლილების აუცილებლობაში უნდა დარწმუნდეს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძე ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს.

გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს ამ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილების გარდა სხვა გზა არ გააჩნია.

„ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ იშვიათია, როცა არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ხოლმე. ვინც არ იყო აქამდე დარწმუნებული, რომ ამ მთავრობის შეცვლა აუცილებელია, ამას რომ ისმენს იმ კაცისგან, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ჰქვია და როცა იცის, მის უკან კიდევ უფრო პოლიტიკური ავადმყოფი დგას ივანიშვილის სახით, ცვლილების აუცილებლობაში უნდა დარწმუნდეს“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისართან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა.

„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს