26 მაისს, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით უმასპინძლებს

26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით უმასპინძლებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განმარტებით, 13:00-დან 18:00-მდე მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები გაიმართება, სპეციალურად მოწყობილ მრავალფეროვან სივრცეებში სტუმრები გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში მდებარე გამორჩეული დაცული ტერიტორიების, მარტვილის კანიონის, კოლხეთის ეროვნული პარკის შესახებ.

„სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალურად იმოგზაურონ.

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.

საზეიმო ღონისძიება დასრულდება ნატო გელაშვილის, გიორგი ჭოხონელიძის, ლუკა ჭოხონელიძის, სოფო ბედიას, ბორის ბედიას, ელენე ფოჩხუას, მარიტა როხვაძის, ვერიკო ტურაშვილის, ანსამბლი „ფორტეს“ და ინსტრუმენტული ბენდი „ნიუტონის“ კონცერტით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს