საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი პროექტი - თემატური ბანაკები სტუდენტებს მასპინძლობს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, სოფელ იყალთოში თემატური ბანაკების გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა.

მათივე ცნობით, მინისტრმა ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების კუთხით თემატური ბანაკების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ბანაკების გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა მიიღეს.

ღონისძიების შემდეგ მინისტრმა ბანაკის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტუალური საკითხი მათთან ერთად განიხილა.

აღსანიშნავია, რომ თემატური ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით 2024 წელს პირველად ტარდება.

თემატური ბანაკები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და წელს ახალგაზრდების 8 ნაკადს, ჯამში 500-მდე სტუდენტს უმასპინძლებს.

ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ თემატურ დისკუსიებში გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებთან დაკავშირებით. ამასთან, მრავალფეროვან შემეცნებით და გასართობ აქტივობებთან ერთად, სტუდენტებისთვის ჩატარდება საჯარო ლექციები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა