აშშ-ის ქალაქ კლივლენდის ერთ-ერთ ცნობილ უნივერსიტეტს - Case Western Reserve University-სა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) შორის თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადავიდა

საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების გაძლიერების მიზნით, აშშ-ის შტატ ოჰაიოს ქალაქ კლივლენდის უნივერსიტეტში - Case Western Reserve University აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში EEU-ს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი, ადგილზე გაეცნო საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებს, ასევე იმ შესაძლებლობებს, რითაც მომავალში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები და მკვლევარები შეძლებენ სარგებლობას.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და Case Western Reserve University-ის თანამშრომლობა მიზნად ისახავს ორ უნივერსიტეტს შორის კავშირებისა და საგანმანათლებლო/კვლევითი პროექტების გაძლიერებას, სხვადასხვა სფეროში გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას. თანამშრომლობა მოიცავს გაცვლით პროგრამებს ბიზნესის, ფსიქოლოგიის, მედიცინის და სამართლის მიმართულებით. ასევე, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას და პროფესორების აკადემიური გამოცდილების გაზიარებას.

ორივე უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ხელი შეუწყოს დინამიური კულტურათაშორისი სასწავლო გარემოს შექმნას, გამოყენებული იქნება ორივე უნივერსიტეტის მეცნიერთა გამოცდილება მწვავე გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. აკადემიური და კვლევითი პუბლიკაციების და ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება ხელს შეუწყობს ცოდნის გავრცელებასა და სამეცნიერო დისკურსს, ინოვაციური კვლევისა და საგანმანათლებლო ინიციატივების გაძლიერებას.

“ეს საეტაპო თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს აკადემიური სრულყოფილების წინსვლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაში. ძალების გაერთიანებით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) და Case Western Reserve University მზად არიან გრძელვადიანი წვლილი შეიტანონ გლობალურ საგანმანათლებლო ლანდშაფტში“ , - ნათქვამია თანამშრომლობის მემორანდუმში.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის