კონსტანტინ ზატულინი პრემიერის განცხადებაზე - არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რუსეთის მფარველობის ქვეშ

არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა, არ მესმის, 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს როგორ დააბრუნებს, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.

მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი კობახიძეს სურს თავი გამოაცხადოს პოლიტიკოსად, რომელიც ოპოზიციას არაფერს დაუთმობს.

„არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა. ნამდვილად არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რუსეთის მფარველობის ქვეშ არიან და ამ ხარისხში არიან აღიარებულნი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურს, თავი კიდევ ერთხელ გამოაცხადოს პოლიტიკოსად, რომელიც ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრეტენზიებში არაფერს არ დაუთმობს“, - განაცხადა ზატულინმა.

ზატულინმა აღნიშნა, რომ ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლით არის გამოწვეული, რომელიც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება.

„სავარაუდოდ, ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლით არის გამოწვეული, რომელიც საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გაძლიერდა. საქართველოს ხელისუფლების სურვილი კი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ კანონს მხარი დასავლეთის აზრის საწინააღმდეგოდ დაუჭირეს, მაინც იმაზე მეტყველებს, რომ რეალურად „ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ არ ვიმყოფებით“. „ჩვენ საკუთარ თავს მიზნებს ვუყენებთ, რომლებიც რუსეთთან წინააღმდეგობაში მოდის და ჩვენს პოლიტიკაში არსებულ გარკვეულ პრიორიტეტებზე ჩვენი ორიენტაციის მიმართ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. ის შიდა ოპოზიციისა და დასავლეთის წინაშე თავს იმართლებს“, - აღნიშნა ზატულინმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს