ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინას რუსეთზე დარტყმის ნებართვა სჭირდება - არ არის ნორმალური, როცა რუსეთი უტევს თავისი ტერიტორიის სიღრმიდან, ხოლო უკრაინელები ცალი ხელით იბრძვიან

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური აცხადებს, რომ უკრაინას დასავლელი მოკავშირეების მიერ მოწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დარტყმის უფლება უნდა მიეცეს.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრის წინ განაცხადა, რომ უკრაინა უკვე ახორციელებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე საკუთარი წარმოების იარაღის გამოყენებით.

”უკრაინას აქვს საკუთარი დრონები, რომლებიც ხვდება სამიზნეებს ფრონტის ხაზის გარეთ, მტრის ზურგში ძალიან ღრმად, 1 000 კილომეტრზე მეტ მანძილზე, ასე რომ, რა თქმა უნდა, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, მისცემს ნებართვას უკრაინასაც, რადგან არ არის ნორმალური, როდესაც რუსეთი უტევს თავისი ტერიტორიის სიღრმიდან, ხოლო უკრაინელები ცალი ხელით იბრძვიან“, - აღნიშნა პევკურმა.

მისი თქმით, უკრაინას უნდა ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი ქვეყანა და ხალხი.

შეგახსენებთ, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებს დაარტყას.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო