თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - არჩევანი შავი და თეთრია, ევროპა თუ რუსეთი, თავისუფლება თუ მონობა, ღირსება თუ ღალატი, მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ბოლო შანსი - ჩვენ დავტოვებთ დარბაზს და მოქალაქეებს შევუერთდებით

ჩვენ ახლა დავტოვებთ პლენარულ სხდომათა დარბაზს და საქართველოს მოქალაქეებს შევუერთდებით, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს იცავენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის წევრებსაც მიმართა და მოუწოდა „ბოლო შანსი გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყნის ერთგულება აირჩიონ“.

„დღეს არჩევანი ნამდვილად შავი და თეთრია. ევროპა თუ რუსეთი, თავისუფლება თუ მონობა, ღირსება თუ ღალატი. მოგიწოდებთ, რომ გამოიყენოთ ბოლო შანსი იმისთვის, რომ ქვეყნის ერთგულება აირჩიოთ.

დღეს როგორც არასდროს, საქართველოს გამარჯვების მჯერა. მე მჯერა იმის, რომ ახალგაზრდები გაიმარჯვებენ და მათთან ერთად გავიმარჯვებთ ჩვენც, ყველა, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველა ასპარეზზე ვიბრძვით. ჩვენ ახლა დავტოვებთ პლენარულ სხდომათა დარბაზს და საქართველოს მოქალაქეებს შევუერთდებით, რომებიც დღეს ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს იცავენ.

გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, - აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს