პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელი პროტესტის მონაწილეებისგან გაათავისუფლა - "ქართული ოცნების" დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს ტოვებენ

პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან მდგომი მოქალაქეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს დილიდან აპროტესტებენ სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ ჩიტაძის ქუჩის გავლით პარლამენტის წინ გადაიყვანეს.

სამართალდამცავებმა მოქალაქეებს პარლამენტის შენობის უკანა ტერიტორიის დატოვების მითითება, მას შემდეგ მისცეს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ვეტო დაძლია.

აღნიშნულს მოქალაქეების მხრიდან სხვადასხვაგვარი შეძახილები მოჰყვა. პროტესტის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მონებო“, „რუსებო“, „მოღალატეებო“.

ამ დროისთვის, ჩიტაძის ქუჩას სრულად იკავებენ სამართალდამცავები.

მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ჩიტაძის ქუჩა აქციის მონაწილეებისგან სრულად გაათავისუფლეს, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტის შენობიდან გასვლა დაიწყეს.

აქცია საკანონმდებლო ორგანოს წინა მხარეს მიმდინარეობს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო