გერმანიის სახელმწიფო მინისტრი - უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ივნისში დასაწყებად ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებს

გერმანიის მთავრობის შეფასებით, უკრაინამ ყველა ყველა საჭირო მოთხოვნა შეასრულა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, - ამის შესახებ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, ანა ლიურმანმა განაცხადა.

„გერმანიის მთავრობის თვალსაზრისით, უკრაინა აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ივნისში დასაწყებად, ამიტომ მოვუწოდებთ ყველა წევრ სახელმწიფოს, სწრაფად შეთანხმდნენ მოლაპარაკებების ჩარჩოზე“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

შეგახსენებთ, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირის სამიტის ფარგლებში გადაწყდა. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა ხმა მისცა მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას - უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის გარდა, რომელმაც კენჭისყრამდე დარბაზი დატოვა, რითაც ოფიციალურად თავი შეიკავა მასში მონაწილეობისგან.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს