ვასო ურუშაძე - მნიშვნელოვანია, ქვეყნის არაფორმალურ მმართველებთან და კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან ერთად, საერთაშორისო მკაცრ ეკონომიკურ სანქციებში მოხვდნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც ღიად მხარს უჭერდნენ რუსულ კანონს

მნიშვნელოვანია, ქვეყნის არაფორმალურ მმართველებთან და კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან ერთად, საერთაშორისო მკაცრ ეკონომიკურ სანქციებში მოხვდნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც ღიად მხარს უჭერდნენ რუსულ კანონს და არ შეცვალეს საკუთარი პოზიცია მის საბოლოო დამტკიცებამდე.“ - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბიზნესმენები, რომლებიც მხარს უჭერდნენ „რუსულ კანონს” და არიან თანამონაწილეები საქართველოსთვის ძირგამომთხრელი პოლიტიკის გატარებაში.

რუსული კანონი აფერხებს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობას და საფრთხის წინაშე აგდებს ქვეყნის საგარეო კურსს.

ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგად შესაძლოა საქართველო აღმოჩნდეს რკინის ფარდის მიღმა, იქცეს რუსეთის უკანე ეზოდ, სადაც იქნება სიღარიბე, კორუფცია და კრიმინალი, რა პირობებშიც შეუძლებელი იქნება ჯანსაღი ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა.

მნიშვნელოვანია ქვეყნის არაფორმალურ მმართველებთან და კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან ერთად, საერთაშორისო მკაცრ ეკონომიკურ სანქციებში მოხვდნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც ღიად მხარს უჭერდნენ რუსულ კანონს და არ შეცვალეს საკუთარი პოზიცია მის საბოლოო დამტკიცებამდე”, - აცხადებს ურუშაძე და აქვეყნებს იმ ბიზნესმენების განცხადებებს, რომლების, მისივე ინფორმაციით, მხარს უჭერენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.

ურუშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონის მხარდამჭერებს შორის არიან ბიზნესმენები: ხვიჩა მაქაცარია, ვანო ჩხარტიშვილი, გიორგი კაპანაძე, ილია წულაია, ივანე ნაკაიძე, სულხან პაპაშვილი, ელდარ მილდიანი.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე