კახა კალაძემ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

თბილისის მერმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა.

კახა კალაძის თქმით, დღეს საზოგადოებისთვის პოლიციელის მუნდირი დაცულობის, სიამაყისა და გმირობის სიმბოლოა.

„მაქვს პატივი, პროფესიული დღე მივულოცო ადამიანებს, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ამ წუთებშიც იცავენ წესრიგს, ებრძვიან დანაშაულს, ჩართულები არიან სამაშველო სამუშაოებში, იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, ზრუნავენ საგზაო უსაფრთხოებაზე, აღასრულებენ სამართალს. პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელიც წარმოადგენს უწყებას. ამ დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რადგან საქართველოს პოლიცია შენი, ჩემი, ჩვენი ოჯახების სტაბილურობის გარანტია. სწორედ ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას - პოლიციელის შეურაცხყოფა, მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, მასზე თავდასხმა, ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, დედაქალაქის მერმა პატივი მიაგო ყველა იმ პოლიციელის ხსოვნას, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

„ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების, მაშველების, მეხანძრეების, მესაზღვრეების ხსოვნის წინაშე. დღეს ჩვენი სახელმწიფო ძლიერია, ამისთვის მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც სამართლიანობის უზრუნველყოფაზე და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე არის ორიენტირებული. ბედნიერებაა ემსახურო სამშობლოს, ემსახურო ღირსეულად, ემსახურო ისე, რომ საზოგადოებისთვის პოლიციელის მუნდირი იყოს დაცულობის, სიამაყისა და გმირობის სიმბოლო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო