ლევან ხაბეიშვილი პარტიის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაზე -  რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა?!

რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა? - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარტიის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხაბეიშვილი წერს, გამოძიება ორგანიზებული თავდასხმის მუხლით უნდა დაწყებულიყო.

„მუხლი 224. ბანდიტიზმი - მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) შექმნა ან ხელმძღვანელობა პირზე ან ორგანიზაციაზე თავდასხმის მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 12-20 წლამდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა?!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო