პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი "მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი “ მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” მიმდინარეობს.

კონცერტის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა, კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება.

აქცია-კონცერტი საქართველოს და ევროკავშირის ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

მოქალაქეებს მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ამასთან ბანერები წარწერით: “არა რუსულ კანონს”, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.

ამასთან, აქცია-კონცერტის დაწყებამდე “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით ორბელიანის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე მსვლელობა გაიმართა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს