ირაკლი კობახიძე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 28 ივნისს გამოვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 28 ივნისს გამოვა. ეს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომაა - ამ დღით სესია დაიხურება.

როგორც ბიუროს სხდომაზე, სხდომის წამყვანმა გია ვოლსკიმ განაცხადა, პრემიერის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციები გაიმართა. ვოლსკის თქმით, მოთხოვნილი თარიღი 28 ივნისია, რასაც ბიურო დათანხმდა.

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წერილობითი ფორმით უკვე წარდგენილია. დოკუმენტი 2023 წლის ივნისიდან - 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს