გიგა ბოკერია - მნიშვნელოვანია განსხვავებული პოლიტიკური ძალების ერთობა იმ აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ უნდა გადაიდგას

მნიშვნელოვანია განსხვავებული პოლიტიკური ძალების ერთობა იმ აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ უნდა გადაიდგას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, ასეთი ტიპის ერთობა განსხვავებებს არ გამორიცხავს, მაგრამ აჩვენებს ქვეყანას ევროპულ გეზს, რაც ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილია.

„მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ შეთანხმება იმ ფუძემდებლურ საკითხებზე, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, თავისუფლებისთვის. ამ ქარტიაში ეს არის სწორედ მოცემული. ამ ტიპის ერთობას უჭერდა და უჭერს მხარს „ევროპული საქართველო“ ყველა ეტაპზე. ეს აჩვენებს ერთობას შინაარსზე, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან განსხვავებებს არ გამორიცხავს, მაგრამ აჩვენებს ქვეყნის ევროპულ გეზს, რაც ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას უნდა. ამიტომ იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი, საჭირო და ამიტომ ვუჭერთ მას მხარს. ჩვენ ვადებზე განსხვავებული აზრი გვაქვს, თუმცა, ეს არანაირად არ ცვლის არც ამოცანებს, არც შინაარს, რომ არ უნდა დავუშვათ არასდროს არათუ ასეთი სამარცხვინო, მოღალატეობრივი ხელისუფლების, არამედ ნებისმიერი ხელისუფლების ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია. ის რეფორმები, რაც აქ წერია, სწორედ ამას უზრუნველყოფს“,-განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც შეაფასა, რომლის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს უნდა შეეძლოთ კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, რასაც მისივე შეფასებით, ალტერნატივა არ აქვს. გიგა ბოკერიას შეფასებით, სააკაშვილის განცხადება არარელევანტურია. „არარელევანტურია ის, რაზეც სააკაშვილი ლაპარაკობს. ამის ბევრი მიზეზია, ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს“,-განაცხადა ბოკერიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის