აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - უნგრეთში გამართულ ფესტივალზე აჭარის პოპულარიზაცია მოხდა

უნგრეთში აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია მოხდა - ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ კესტჰეიში გამართულ ფესტივალზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართულ პოლიფონიურ სიმღერას, ცეკვას, აჭარის ეთნოგრაფიასა და ტურისტულ პროდუქტებს გასცნობოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ფესტივალის ფარგლებში ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყო ღვინის, ჩურჩხელის მასტერკლასები და აჭარის ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც ვიზიტორებს დეგუსტაციისა და აჭარის საპრომოციო მასალების გაცნობის საშუალება ჰქონდათ.

„ფესტივალზე ქართული სიმღერა და ცეკვა ანსამბლმა „ბათუმმა“ და „არსიანმა“ წარმოადგინა. უნგრეთში აჭარის კულტურული და ტურისტული პროდუქტები ბათუმის მერიის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, მუზეუმების გაერთიანებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით წარმოჩინდა. ღონისძიებას უნგრეთში საქართველოს ელჩის თამარ ლილუაშვილის მოწვევით სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, ქალაქ კესტჰეის მერი და მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს