პაატა მანჯგალაძე - ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე 3-4 ცენტრი უნდა შეიქმნას, რომელმაც ბარიერი უნდა გადალახოს - რამდენიმე გამსხვილებული ცენტრი გამარჯვების გარანტიაა

ახლა მთავარია ადამიანებამდე ისე სწორად მივიტანოთ სათქმელი, რომ ისინი არ დარჩნენ გაუგებრობაში და არცერთი ხმა არ მიიღოს რეჟიმმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამერიკასთან თანამშრომლობას ბლოკავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით აღნიშნა, ეს არის შესაძლებლობა მომავალი თანამშრომლობისთვის და ის, რომ ქარტიის წევრები მთავრობის დაკომპლექტების წესზე შეიძლება ვერ შეთანხმდნენ, ეს ქარტიის გარეშეც შეიძლება მომხდარიყო.

„ყველა ვინც ქუჩაში გვხვდებოდა, ჩვეულებრივი მოსახლეობა, გვეკითხებოდა, რა გაქვთ გასაყოფი, რაზე ვერ შეთანხმდითო. ქარტიაზე ხელის მოწერის მოტივაცია ის იყო, რომ დავინახე შესაძლებლობა მომავალი თანამშრომლობისთვის. ერთობა უფრო დიდი ამბავია, ვიდრე კონკრეტული კანონები.

ახლა მთავარია ადამიანებამდე ისე სწორად მივიტანოთ სათქმელი, რომ ადამიანი არ დარჩეს გაუგებრობაში და არცერთი ხმა არ მიიღოს რეჟიმმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამერიკასთან თანამშრომლობას ბლოკავს. მაინც ბუღალტერიასთან მივდივართ, 5%-იანი ბარიერის მიღმა ბევრი პარტია არ უნდა დარჩეს.

ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე 3-4 ცენტრი უნდა შეიქმნას, რომელმაც ბარიერი უნდა გადალახოს. რამდენიმე გამსხვილებული ცენტრი გამარჯვების გარანტიაა.

ის, რომ მთავრობის დაკომპლექტების წესზე შეიძლება ვერ შევთანხმდეთ, ეს ქარტიის გარეშეც შეიძლება მომხდარიყო. ქარტიის არსებობა ამ რისკს არ აძლიერებს. მე, მაგალითად, ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენგან პასუხებს ითხოვენ, განმარტება არ მექნებოდა იმაზე, თუ რატომ არ მოვაწერდით ქარტიას ხელს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა