დმიტრო კულებამ შვეიცარიელ კოლეგასთან სამშვიდობო სამიტის საკითხი განიხილა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნაციო კასიმ სატელეფონო საუბრისას სამშვიდობო სამიტი განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ შვეიცარიელ კოლეგასთან, იგნაციო კასისთან საუბრისას უკრაინის აღდგენის კონფერენციის საკითხიც განიხილა, რომელიც ბერლინში გაიმართება.

„ასევე, შვეიცარიის როლი მნიშვნელოვანია აღდგენის ძალისხმევაში და მოხარული ვარ იმის მოსმენით, რომ შვეიცარია ამ საკითხში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გააგრძელებს, მათ შორის, ბერლინში, უკრაინის აღდგენის შესახებ კონფერენციაზე“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გაიმართება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო