გერმანიის თავდაცვის მინისტრი - პუტინი უკრაინის საზღვრებზე არ გაჩერდება, რუსეთი საფრთხეა საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და საბოლოოდ ნატოსთვის - რუსეთის გამარჯვება ჯამში უფრო მეტი დაგვიჯდება, ვიდრე დღეს უკრაინის დახმარება

ვლადიმერ პუტინი უკრაინის საზღვრებზე არ გაჩერდება, რუსეთი ასევე საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და საბოლოო ჯამში ნატოსთვის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგი) სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“რუსეთის გამარჯვება საბოლოო ჯამში უფრო მეტი დაგვიჯდება, ვიდრე დღეს უკრაინის დახმარება”, - განაცხადა პისტორიუსმა და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი “უკრაინის საზღვრებზე არ გაჩერდება”, არამედ მას უფრო შორსმიმავალი მიზნები აქვს.

“რუსეთი ასევე საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და საბოლოო ჯამში ნატოსთვის. რუსეთის ომის ეკონომიკა კიდევ ერთ კონფლიქტისკენ მუშაობს”, - განაცხადა პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ “ჩვენ 2029 წლისთვის ომისთვის უნდა ვიყოთ მზად” და აღნიშნა, რომ ყველაზე ცუდი ვარიანტისგან თავის ასაცილებლად “შეკავება უნდა უზრუნველვყოთ”.

“საგანგებო ვითარებაში, გვჭირდება ახალგაზრდა ქალები და კაცები, რომლებიც ამ ქვეყნის დაცვას შეძლებენ. სამხედრო სამსახურის ახალი ფორმა გვჭირდება”, - განაცხადა პისტორიუსმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე წინადადებას იგი უახლოეს პერიოდში წარადგენს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა