Reuters - ვიქტორ ორბანის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ ევროპარლამენტის არჩევნებში ბოლო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, პირველადი შედეგების თანახმად, ორბანის „ფიდესმა“ და მისმა „ქრისტიან-დემოკრატმა“ მოკავშირეებმა ევროპარლამენტში, ხმების 44.2%-ით, 11 ადგილი მოიპოვეს, პიტერ მაგიარის მემარჯვენე- ცენტრისტული „ტიზა“ კი მეორე ადგილზე გავიდა ხმების 30%-ით.

როგორც მხარდამჭერებთან საუბრისას ორბანმა განაცხადა, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ უნგრეთის დემოკრატია ცოცხლობს და ჯანსაღია.

„საომარ სიტუაციაში და რთულ ბრძოლაში ჩვენ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ“, - განუცხადა ორბანმა მხარდამჭერებს და დასძინა, რომ შედეგებმა მისი მთავრობის პოლიტიკის კურსი დაადასტურა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს