ჯანდაცვის მინისტრმა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანელური დისკუსიის მონაწილეებმა, საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძემ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში, ჯანდაცვის სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს. გამოწვევად დასახელდა ჯანდაცვის სპეციალისტების, განსაკუთრებით ექთნების დეფიციტი. ყურადღება გამახვილდა DRG დაფინანსების მოდელზე და მის მნიშვნელობაზე.

„სექტორის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ გატარებულმა რეფორმებმა, რეანიმაციისა და ქირურგიის სტანდარტის ამოქმედებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სექტორში ხარისხის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა ამ მიმართულებით სექტორთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

პანელურ დისკუსიაში, მინისტრთან ერთად, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი გოგია მონაწილეობდნენ.

ღონისძიება ონლაინ მედია-პლატფორმა - Business Insider Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ირინე წაქაძემ და თეა გიორგაძემ, ასევე საჯარო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა