თიბისიმ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა

თიბისი ჯგუფმა გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონში ჯგუფის სტრატეგიულ შესაძლებლობებს. გადახდების ახალი პლატფორმა ბიზნესებს სთავაზობს, მარტივად და სწრაფად მიიღონ და მართონ გადახდები, გაზარდონ გაყიდვები და მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზონ.

პლატფორმა უკვე შვიდ წელზე მეტია საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მომსახურებას უწევს ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებს.

პირველ ეტაპზე, თიბისი ჯგუფი საერთაშორისო პლატფორმის მეშვეობით, საქართველოს, უზბეკეთის, მოლდოვასა და სომხეთის ბაზრებს შესთავაზებს ონლაინ გადახდების მართვის მოქნილ და უსაფრთხო სისტემას. პლატფორმის ოპერირების არეალი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაფართოვდება.

“თიბისი განაგრძობს საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებას და კვლავაც ერთგული რჩება თავისი მისიისა, გაუმარტივოს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება. წინა კვირას ჩვენ ხელი მოვაწერეთ გარიგებას, რომლითაც თიბისი ჯგუფმა შეიძინა საერთაშორისო ონლაინ გადახდების პლატფორმა, რომელსაც აქვს საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირების შვიდწლიანი გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ფართო ბაზა, რომლებსაც ბიზნესების კიდევ უფრო განვითარების საშუალებას აძლევს. სულ მალე თიბისი ჯგუფი ბიზნესს შესთავაზებს მრავალფუნქციურ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც მათ შეეძლებათ გადახდების და ანგარიშსწორების პროცესის მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, რაც საბოლოოდ დაეხმარებათ ეფექტური მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებასა და გაყიდვების გაზრდაში”, - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ელექტრონული კომერციის სწრაფად ცვალებად სამყაროში, მოქნილი, სწრაფი და ტექნოლოგიურად გამართული ონლაინ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა, ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ინოვაციური და მოქნილი გზით განვითარდეს. გარდა ამისა, ბიზნესებისთვის შესაძლებლობა იქმნება, გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. ერთი ინტეგრაციითა და პროვაიდერით, ნებისმიერი ზომის კომპანიას შეუძლია შევიდეს რეგიონის რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე, გაზარდოს მიზნობრივ მომხმარებელთა რაოდენობა და შემოსავალი.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა