ფრიდონ ინჯია - ნათლად ჩანს, რა უნდა დასავლეთს - მიზანი აქვთ დაიპყრონ საქართველო და იყოს მართვადი კოლონია

აშშ-მა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში კონფლიქტის წაქეზების ან წინასწარი ღონისძიებებით, შეიძლება ხელი შეუწყო 2008 წლის ომს, როდესაც საქართველომ ტერიტორიები დაკარგა, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ინჯიას თქმით, ხელისუფლებამ მიიღო „პოლიტიკური ზეწოლა, სადაც ნათლად ჩანს - „რა უნდა დასავლეთს“.

„გგონიათ, რის დაფინანსებასაც აკეთებს დასავლეთი, მათთვის ეს გამჭვირვალე არ არის? აბსოლუტურად ყველაფერი იციან, ყველა ცენტი მათთვის დათვლილია და არც ისე შემთხვევით, ყველაფერი გეგმის ნაწილია, რომელსაც მიზანი აქვს დაიპყროს საქართველო და იყოს მართვადი კოლონია, როგორც მათ ეს წარმოუდგენიათ. გაანადგურეს ის სამეცნიერო პოტენციალი, რომლითაც ამაყობდა საქართველო. სანაცვლოდ ბიოლაბორატორია გვაჩუქა, რომელიც ეკუთვნის აშშ-ს ერთ-ერთ სამხედრო უწყებას. კითხვა ისმის - რატომ ბიოლაბორატორია და არა ფიზიკის ინსტიტუტი? რატომ დასჭირდა აქ ანდა უკრაინაში ყოფილიყო ბიოლაბორატორია? და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის - აშშ-მა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში კონფლიქტის წაქეზების ან წინასწარი ღონისძიებებით, შეიძლება ხელი შეუწყო 2008 წლის ომს, როდესაც საქართველომ ტერიტორიები დაკარგა. რომ ავიღოთ კოჰაბიტაცია, შედეგია ის, რომ დამნაშავე პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს აკრძალული უნდა იყოს, პრეტენზია აქვს, დაუბრუნდეს ქვეყნის მმართველობას. იმ პერიოდში სანქციები რატომ არ დაუწესეს, როდესაც ქვეყნის ღალატის მუხლი ამოიღო სააკაშვილმა? ეს მუხლი ხომ იყო აშშ-ში? მაგრამ რა გასაკვირია, სანქციები აშშ-მა ჰააგის სასამართლოსაც დაუწესა, პროკურორებსაც და მოსამართლეებსაც. აქ ყველაფერი ნათელია. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ის პოლიტიკური ზეწოლა, რაც ნათლად ჩანს - რა უნდა დასავლეთს. ჩვენ უნდა გავუძლოთ“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო