IBSU-მ ნიდერლანდების ელჩს უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქალთა გაძლიერების თემაზე ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას IBSU ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმზე, რომელიც ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა გაერთიანების ხელმძღვანელის, არტ არაკელიანის მოდერატორობით წარიმართა, ნიდერლანდების ელჩმა და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, თამარ შიოშვილმა ქალთა გაძლიერებისა და ლიდერობის შესახებ ისაუბრეს.

„ელჩმა მიმოიხილა ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც ქალები ლიდერის პოზიციებზე აწყდებიან და გზები, რომლითაც საგანმანათლებლო დაწესებულებები ქალების გაძლიერებას ხელს შეუწყობენ.

ასევე, მელინე არაკელიანმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და დიპლომატიური კარიერის მიმართულებით რჩევებიც გასცა.

ფორუმის დაწყებამდე უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ და დეკანმა თამარ შიოშვილმა ელჩს უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს