საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი - 2024“ გაიხსნა

საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი - 2024“ გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი - „ჰელვერის ღამე“.

ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ფესტივალი იმერეთის 20-მდე პროფესიულ, სამოქალაქო და სახალხო თეატრს აერთიანებს. ფესტივალში ასევე, მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები მონაწილეობს.

„იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი არის ჩვენი სავიზიტო ბარათი თეატრალურ სამყაროში. ფესტივალი წელს კიდევ უფრო მასშტაბურია. გარდა იმისა, რომ მონაწილეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თეატრები იღებენ, ასევე ლიეტუვისა და მოლდოვის თეატრები მონაწილეობენ. თეატრის მოყვარულებს ძალიან საინტერესო ორი კვირა ელოდებათ. მათ ახალ სპექტაკლებს შევთავაზებთ. ასე, რომ ამ პერიოდში მთლიანად იმერეთის მასშტაბით იქნება თეატრალური ზეიმი,” - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.

მათივე ცნობით, იმერეთის თეატრალური ფესტივალი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რეჟისორები და მსახიობები პუბლიკის წინაშე კომედიურ, ტრაგედიულ, დრამატულ, ტრაგიკომიკურ და სხვა ხასიათის სპექტაკლებს წარადგენენ.

„თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში 12 ივნისიდან 26 ივნისამდე 17 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას საშუალება ექნება წარმოდგენებს უსასყიდლოდ დაესწროს და თეატრალურ ხელოვნებას ეზიაროს.

ფესტივალის ორგანიზატორებმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საერთაშორისო ფესტივალის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზით - „ქართული თეატრის ქომაგი” დააჯილდოვეს.

საერთაშორისო ფესტივალმა წელს მე-15 სეზონი გახსნა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს