ალეკო ელისაშვილი - კობახიძეს, როგორც ჩანს, საკუთარი ჩრდილისაც ეშინია და სისულელე დააყრანტალა - როგორ წარმოგიდგენიათ, გირეკავს ევროკომისარი და გეუბნება - „ხვალ გკლავენ ძმაო“

[ირაკლი] კობახიძეს ეშინია ყველაფრის როგორც ჩანს, საკუთარი ჩრდილისაც და დააყრანტალა მსგავსი სისულელე - [გრიგოლ] ლილუაშვილმა გუშინ უბრალოდ აბუჩად აიგდო კობახიძე თავის შიშებიანად და სისულელეებიანად. თქვა, რომ ასეთ სისულელეებზე გამოძიებას არ დავიწყებთო, - ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ.

ელისაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძე "იმკის იმას, რასაც თესავს".

„კობახიძე ტყუილში ამხილა თვითონ ვარჰეიმ, რომელიც არის ევროკომისარი და რომელიც მანამდე იყო კობახიძის და “ქართული ოცნების” ერთადერთი მოკავშირე. მასზე ისეთი სისულელე თქვა კობახიძემ, აი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ტელეფონზე გირეკავს ევროკომისარი და გეუბნება - „ხვალ გკლავენ ძმაო“. ასეთ სისულელეს ხომ ვერაფრით წარმოიდგენ. შეიძლება ჩამოხვიდე და ყურში ჩასჩურჩულო. ტელეფონზე რომ ურეკავ, როდესაც ყველაფერი გისმენს და ყველაფერი უნდა შეინახო პროტოკოლით. ასეთ სისულელეს, რა თქმა უნდა, არ ეტყოდა. უბრალოდ, კობახიძეს ეშინია ყველაფრის როგორც ჩანს, საკუთარი ჩრდილისაც და დააყრანტალა მსგავსი სისულელე. ეს უკვე უარყო თვითონ ვარჰეიმ და თქვა, რომ მსგავსი არაფერი არ მითქვამსო. [გრიგოლ] ლილუაშვილმა გუშინ უბრალოდ აბუჩად აიგდო კობახიძე თავის შიშებიანად და სისულელეებიანად. თქვა, რომ ასეთ სისულელეებზე გამოძიებას არ დავიწყებთო. აბუჩად აიგდო იმიტომ, რომ ისეთი სასაცილო გახდა კობახიძე, ხან ირანში ჩადის და კუბოს ურტყამს თავს, თვითონ არ იცის ვისი და რამის, აღა მაჰმად ხანის საფლავიც მოილოცა, ისეთი არეულ-დარეულია. მერე, კაცს [ოლივერ ვარჰეის] ისეთი რაღაც დააბრალა, რომ წარმოუდგენელია უბრალოდ რომ მომხდარიყო. შესაბამისად იმკის იმას, რასაც თესავს”,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, გრიგოლ ლოლუაშვილის განცხადებით, “სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, [პრემიერის] განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს”.

მანამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკომისარმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა. მოგვიანებით ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ვარჰეი წუხილი გამოთქვა, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.

მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზადაა, სატელეფონო საუბრის დეტალები, სადაც მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ, უცხო ქვეყნის საგამოძიებო უწყებებს მოუყვეს და მათ მტკიცებულებები გადასცეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია