„საქართველოს ბანკი“  მცირე და საშუალო ბიზნესებს ტექნოლოგიურ პლატფორმებზე შეღავათებს სთავაზობს

„საქართველოს ბანკის“ პარტნიორ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს შეუძლიათ როგორც Mastercard, ისე Visa ბიზნეს ბარათით მსოფლიოში ცნობილი ტექნოლოგიური ბრენდების პლატფორმები გამოიწერონ და მიიღონ ფასდაკლება, „ქეშბექი“ ან ისარგებლონ უფასო სერვისებით.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, აღნიშნული შეთავაზება Google-ის, Hotjar-ის, Microsoft-ის, Monday.com-ის, Notion-ის და 50-მდე სხვა გლობალური ბრენდის ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებზე ვრცელდება. მათი საშუალებით, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გამართონ შიდა და გარე კომუნიკაციები, მართონ ადამიანური რესურსები, ფინანსები, საბუღალტრო პროცესები და სხვა.

ინფორმაციის მიხედვით, შეღავათები 5-დან 40%-მდე ფასდაკლებას მოიცავს; ტექ. პლატფორმების ნაწილის გამოყენება კი ბიზნესებს, შეთავაზების ფარგლებში სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ. მათი სრული სია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

„მოხარული ვართ, რომ გლობალური გადახდების გიგანტ კომპანიებთან, Mastercard-თან და Visa-სთან თანამშრომლობით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით. მიგვაჩნია, რომ ბიზნესებისთვის რესურსების დაზოგვა და უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ვაგრძელებთ შეთავაზებას ყველაზე ცნობილ და ეფექტიან პლატფორმებსა და ინსტრუმენტებზე, რომლებიც მეწარმეებს დროის, ფინანსებისა და სხვა რესურსების დაზოგვაში დაეხმარება. ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მომავალშიც არაერთ მსგავს შეთავაზებას წარვუდგენთ მცირე და საშუალო მეწარმეებს“, - აცხადებს ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაია გორგილაძე.

„შეთავაზებებით სარგებლობისთვის ესტუმრეთ ამ ბმულს.

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და და პროცესში შეუკვეთეთ სასურველი ბიზნეს ბარათი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა