ისრაელის მთავრობის პრესსპიკერი - ლიბანსა და „ჰეზბოლას“, ირანის ხელმძღვანელობით, ქვეყნის ჩრდილოეთში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ

ლიბანსა და „ჰეზბოლას“, ირანის ხელმძღვანელობით, ქვეყნის ჩრდილოეთში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, - ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა, დევიდ მენსერმა განაცხადა.

„დიპლომატიური ძალისხმევით თუ სხვა გზით, ისრაელი ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე უსაფრთხოებას აღადგენს“, - განაცხადა ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც, ისრაელის ჩრდილოეთში ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო