ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქციის მიზანი უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, უანგარო, რეგულარული დონორების მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვაა.

„სისხლის დონაცია, სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, 5 სხვადასხვა ლოკაციაზე, ერთდროულად მიმდინარეობს. კამპანიაში ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეებიც ჩაერთნენ.

მიხეილ სარჯველაძემ, სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, უანგარო დონაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მხარდაჭერა სიცოცხლის გადასარჩენად, ვინაიდან ერთ ადამიანს სისხლის გაღებით, სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა სისხლის დონაციაა.

სისხლის დონორის მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2004 წელს დაარსდა და იგი ყოველწლიურად, 14 ივნისს აღინიშნება. მე-20 საიუბილეო წელს, ამ დღესთან დაკავშირებული კამპანიების სლოგანია - „მადლობა სისხლის დონორებს!“,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა