შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტში 92 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი

შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტში 92 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი.

ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის ფედერალური საბჭო ავრცელებს.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ გავრცელებული სიის თანახმად, მშვიდობის გლობალურ სამიტში 92 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების - დონეზე იქნება წარმოდგენილი.

კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - დონეზე იქნება წარმოდგენილი. 6 ქვეყანა ელჩებს გააგზავნის: ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთ აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია.

ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილე სტატუსში იქნებიან. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთის დელეგაცია სამიტს არ დაესწრება.

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შვეიცარიაში წარმოდგენილი იქნებიან ევროპის საბჭო, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, ევროკავშირის ყველა საკვანძო ინსტიტუტი (ევროპული საბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი). გაერო და მსოფლიო საპატრიარქო დამკვირვებლების სტატუსით იქნებიან.

ცნობისთვის, უკრაინისთვის მშვიდობის გლობალური სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს ჩატარდება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო